სამცხე – ჯავახეთი
სამცხე-ჯავახეთი ამართლებს „ვეფხისტყაოსნის“ უკვდავ სიტყვებს „გვაქვს უთვალავი ფერითა“, და ეს იგრძნობა ყველგან და ყველაფერში, არ აქვს მნიშვნელობა დროს სად გაატარებთ: ტყის სიმშვიდეს შეაფარებთ თავს თუ ტბებზე მობინადრე ფრინველების ცქერით დატკბებით; ტრადიციულ მესხურ კერძებს და ღვინოს დააგემოვნებთ თუ არქიტექტურით და მასში გამოსახული მრავალსაუკუნოვანი ისტორიით დაინტერესდებით.
სამცხე-ჯავახეთი გამოირჩევა მრავალფეროვნებით, რაც ნებისმიერ მოგზაურს დაუვიწყარ მოგონებებს, შთაბეჭდილებებს და თავგადასავალს უმზადებს.
სამხრეთ საქართველოს ეს საუკუნოვანი კარიბჭე მოიცავს სამი უძველესი პროვინციის: სამცხის, ჯავახეთის და თორის ტერიტორიას. რეგიონი ისტორიული მესხეთის ყველაზე დიდ ნაწილს შეადგენს. აქ წარმოდგენილ კულტურას დღემდე მესხურად მოვიხსენიებთ.
არ იცით საიდან დაიწყოთ? ამ სექციაში იხილავთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდილებებს, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ სამცხე-ჯავახეთის მონახულებისას.
სამცხე-ჯავახეთი სავსეა ჯადოსნური ადგილებით, გაყევი ერთ-ერთ ბილიკს და აღმოაჩინე ეს საოცარი ადგილები შენით!